230-ზე მეტი დაღუპული, ათასობით დაკარგული - ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება

1 hour ago 1

ვენესუელის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები ორი დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების შესახებ.

25 ივნისის დღის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა სულ მცირე 235 ადამიანი და 1500-ზე მეტი დაშავდა. ათასობით ადამიანი დაკარგულადაა მიჩნეული. ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

  • ვენესუელაში 24 ივნისის საღამოს, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში მოხდა 7,2, და 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრები.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ხორხე როდრიგესის ინფორმაციით, სრულად დანგრეული, ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია 250 შენობა. უსახლ-კაროდ დარჩა 2900-ზე მეტი ოჯახი.

მიწისძვრებმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენეს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასსა და ლა-გუაირას შტატს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სრულად წაკითხვა