WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა – დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 მაისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დარნიცკის რაიონში მდებარე 9-სართულიან კორპუსში ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები და ადამიანების ძებნა გრძელდება. მაშველების ინფორმაციით, ამ დრომდე ფსიქოლოგიური დახმარება 398 ადამიანს გაეწია.

კიევის დარნიცის რაიონში 14 მაისს რუსულმა რაკეტამ მრავალბინიანი სახლის ნაწილი დაანგრია.