ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ლონდონის ჩელსის ჯეიდონ სანჩოს გამოსასყიდი კონტრაქტის გასაფორმებლად 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
იმ შემთხვევაში თუ ლონდონელები სანჩოს მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებას გადაწყვეტენ, მაშინ მათ კომპენსაციის სახით 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
25 წლის ფეხბურთელი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე არაპროდუქტიულ სეზონს ატარებს. ჯეიდონს პრემიერ ლიგის 27 თამაშში მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.