3 ნოემბერი გლოვის დღედაა გამოცხადებული უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ავიადარტყმებს.
დაბა კომიშუვახაში, რომელიც რუსეთის ჯარებმა 2 ნოემბერს დაბომბეს, დაიღუპა, სულ მცირე, 26 ადამიანი. მათ შორის ორი მაშველი და ოთხი პოლიციელი.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ავიაბომბებით დარტყმა იყო სკოლის შენობაზე, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემა მიმდინარეობდა. პირველი დარტყმის შემდეგ დაიბომბა თავშესაფარიც, სადაც ხალხი იმყოფებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსებს შეუძლებელია არ სცოდნოდათ, რომ კომიშუვახის მცხოვრებნი ყოველ კვირას ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ სწორედ იმ ადგილას.
რუსეთს ზაპოროჟიეს ოლქის ამ დაბის დაბომბვასა და დიდ მსხვერპლზე კომენტარი არ გაუკეთებია.
radiotavisupleba ახალი ამბები