3 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმა იყო ნემიშლიანსკის რაიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაზე.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ სინეჰუბოვის ინფორმაციით, დაშავდა 62 ადამიანი. 226 პაციენტი სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სინეჰუბოვის თანახმად, დარტყმა იყო სამედიცინო დაწესებულების კორპუსებს შორის არსებულ გადასასვლელზე. დაზიანებულია ოთხი მრავალბინიანი სახლიც.
ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, ქალაქზე შეტევა იყო ბალისტიკური რაკეტებით და მართვადი საავიაციო ბომბებით.
radiotavisupleba ახალი ამბები