26 ოქტომბერს გამარჯვებისთანავე გავხსნით მოლაპარაკებებს, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი – თინა ბოკუჩავა

1 month ago 14

“26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. 

თინა ბოკუჩავას განცხადებით –

“გასულ კვირას ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ხუთი საპროგრამო პრიორიტეტი. ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის კი ევროპას! ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერი, განვითარებული, ერთიანი საქართველოსთვის, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი. ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ ჩამოგვაშორა ევროპულ გზას და საქართველოს გზა ჩაუკეტა ევროკავშირისკენ, ახლა გვაქვს შანსი, რომ დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა.

ჩვენ გპირდებით, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო გახდეს ევროკავშირის ამაყი წევრი და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი ეჭიროს ხელში.

ევროპული პასპორტი ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ განათლებას. ევროპული პასპორტი ნიშნავს დაცულობას და კეთილდღეობას. ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა დავუსვათ საკუთარ თავებს შეკითხვა – როგორ საქართველოში გვინდა, რომ ვიცხოვროთ? საქართველოში, სადაც ივანიშვილის კლანები მდიდრდებიან თუ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა. საქართველოში, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია თუ საქართველოში, რომელიც არის დიდი ევროპული ოჯახის ამაყი წევრი?

დღესდღეობით 500 000 საქართველოს მოქალაქე ფაქტობრივად უმუშევარია, დღესდღეობით 1000 ლარამდე ხელფასით ადამიანებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. დღესდღეობით სტუდენტები, როდესაც ასრულებენ სწავლას ყოველი მეორე ვერ შოულობს სამსახურს, დღესდღეობით პენსიონერთა უმრავლესობას აქვს კაბალური საპენსიო სესხები, მაგრამ 26 ოქტომბერი არის შანსი, რომ დავასრულოთ ეს უსამართლობა, უარი ვუთხრათ კორუფციას, საერთაშორისო იზოლაციას, სიღატაკეს.

26 ოქტომბერი არის შანსი ერთიანობით ავირჩიოთ ევროპული პერსპექტივა, ერთიანობით ავირჩიოთ ევროპაში გაწევრიანება იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამაყად ხელში ეჭიროს ევროკავშირის პასპორტი.

მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით სწორედ ევროპულ არჩევანს გააკეთებს ევროპული კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელში ამაყად ეჭიროს ევროპული პასპორტი.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სრულად წაკითხვა