28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი

1 month ago 5

სააგენტო "პარალელი"
28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია/გაფრთხილება:

🌨 28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

❗მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).

28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი
პარალელი

სრულად წაკითხვა