WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

28 წლის გოგო, ანი (ასმათ) გაზდელიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ახლობლების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სწრაფმავალი სიმსივნეა.

„ასეთი ლამაზი მიცვალებული მე არ მინახავს, ვუყურებდი და თვალს ვერ ვწყვეტდი, მძინარე ფიფქია, ღმერთო, არც მინდა დავიჯერო, რომ ვერასდროს გაიღვიძებს, დაუჯერებელია“;

„მერამდენე ანგელოზი უკვე ხელედის თემში… გისამძიმრებ, ჩემო ხეობავ, ამ დიდ ტკივილს. უფალს ებარებოდეს ანი…“;

„ვერაფერს რომ იტყვი და დამუნჯდები, ვერავის რომ ვერ ანუგეშებ, ის მომენტია! რატომ ვერ დაიტია სამყარომ ეს ანგელოზი გოგო!

„28 წლის იყო… ჩვენი სოფლის თვალი…. სვანეთიდან  ნანას ინიციატივით წამოვიყვანეთ… ჩემთან, სამების აკადემიაში ექსტერნად დაამთავრა სკოლა… ილიაუნი… უძლიერესი სპეციალისტი გაიზარდა… მშობლებმა „ხელი შეავლეს“ სახლს… ამ თვეში უნდა დანიშნულიყო…

იქედნურად ქირქილებდა  ბედისწერა…

დედის ცრემლნაპკურებ კალთაში მიაბარა სული უფალს დედისგან სახე ცრემლით დანამულმა ანგელოზმა… მოერია უკურნებელი სენი….

სამშაბათს დატოვებს ნიშნობისთვის გამზადებულ სახლს პატარა ციცქნა გოგონა… გოგონა, რომელიც სიცოცხლეს და იმედს ასხივებდა… ის ხომ  28 წლის იყო – სულ 28 წლის. ვაი, შენს დედ-მამას და ჭირისუფალს, შვილო!“ – წერენ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები.