3-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელმა აქტივისტმა შალვა ესართიამ საპროცესო გააფორმა და ციხე დატოვა

10 hours ago 3

ზუგდიდის პროევროპული აქციების მედროშემ, შალვა ესართიამ ციხე დატოვა. 3-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან საპროცესო შეთანხმებაა გააფორმა.

პარტია “დროას” წევრმა, ზუგდიდელმა აქტივისტმა ქალმა, მარიამ სიჭინავამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ შეთანხმების პირობები გულისხმობს ბრალის აღიარებას, 3-თვიან პატიმრობას – ეს პერიოდი შეთანხმების მომენტში უკვე ციხეში ჰქონდა გატარებული ესართიას, 1-წლიან პირობითს და 6-თვიან გამოსაცდეს პერიოდს.

გარდა ამისა, ესართიას ჩამოართვეს მართვის მოწმობა და დააჯარიმეს 1500 ლარით.

შალვა ესართია 17 მარტს, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის მუხლით დააკავეს. ორი დღის შემდეგ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგუნეს: 353-ე ტერცია მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილით სახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლის კიდევ ერთხელ დარღვევა ისჯება 1 წლამდე პატიმრობით.

შალვა ესართია 173-ე მუხლით – პოლიციელის დაუმორჩილებლობა – მესამედ დააკავეს. პირველად 2025 წლის იანვარში, მეორედ – 2025 წლის დეკემბერში, ბოლოს  კი- 2026 წლის მარტში. პირველ ჯერზე ის 3000 ლარით დააჯარიმეს, მეორედ – 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მესამე დაკავების შემდეგ კი უკვე სისხლს სამართლის წესით წარუდგინეს ბრალი.

შალვა ესართიას წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სწორედ პერიოდში გააფორმა მან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება.

სრულად წაკითხვა