“31 დეკემბერს დასრულდება მათი ხელშეკრულებებიც და ქარხნის მუშაობაც“ – ნიკოლოზ ნათბილაძე

1 day ago 4

“31 დეკემბერს დასრულდება მათი ხელშეკრულებებიც და ქარხნის მუშაობაც“,  –  განაცხადა აგარის ქარხნის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ. 

ის ქარხანაში არსებულ მდგომარეობაზე  გამოცემა BM.GE -ს ესაუბრა. მისი თქმით, კომპანიამ წელს იზარალა და წლის ბოლოსთვის საწყობები სავსეა შაქრის მარაგებით.

ნათბილაძემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, კომპანია საახალწლო პრემიებს ვერ გასცემს.

“საახალწლო პრემიებთან დაკავშირებით სხვადასხვა წელს განსხვავებული მიდგომა გვქონდა, წლის შედეგებიდან გამომდინარე. წლევანდელი წელი ძალიან არასახარბიელო იყო. მთელი ჩვენი საწყობები შაქრის პროდუქციით არის გადავსებული და არ იყიდება. საახალწლოდ ადრე 1 ტომარა მათ ყოველთვის ჰქონდათ საჩუქრად, წელს ისე გავაკეთეთ, რომ 2 ტომარას ვჩუქნით თითო თანამშრომელს. შარშან რომ მიიღეს მე-13 ხელფასი, ეტყობა წელსაც ჰქონდათ ამის მოლოდინი. შედეგი არ არის შესაბამისი, როგორიც შარშან იყო და შესაბამისად, ვერანაირად ამ გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით“, – განაცხადა ნიკოლოზ ნათბილაძემ. 

დირექტორთა საბჭოს წევრის ინფორმაციით, შაქრის გაყიდვის პრობლემა ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო შეექმნათ. 

“რუსეთმა თავისი მოსავალი აიღო და ძველი მოსავლის მოცილება უნდა და იაფად ყიდის, შესაბამისად, ჩვენ ფასებით კონკურენციას ვერ ვუწევთ და მაქსიმალურად ვიზარალეთ. საწყობები გავსებული გვაქვს“, – განაცხადა ნათბილაძემ.

ამავე თემაზე: აგარის შაქრის ქარხნის მუშები გაიფიცნენ

სრულად წაკითხვა