“31-32 მარტს რა­ღა­ცას ვი­ზამ, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ არის – ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა” – ხაბეიშვილი

4 hours ago 2

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, თქვა:

„მე არ ვიცი, რას სა­უბ­რობს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. დიდი ინ­ტე­რე­სიც არ მაქვს. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. ძა­ლას უნდა და­ვუ­პი­რის­პი­როთ ძალა, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად უნდა ვი­მუ­შა­ოთ ქარ­თველ ხალ­ხთან. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კო­სებს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ სა­კუ­თა­რი ფუნ­ქცია იგი­ვე სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით იპო­ვონ, ძა­ლი­ან ბევ­რი მუ­შა­ობს და კარ­გია, ასე­ვე, კო­ორ­დი­ნი­რე­ბა უნდა იყოს ქარ­თველ ხალ­ხთან რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­ორ­დი­ნა­ცი­ას: “ამას ვი­ზამ”, ზეგ შე­საძ­ლოა “ვა­ი­მეო” თქვან. ჩემ­თვის ეს არ არის სა­ინ­ტე­რე­სო, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს, უს­მი­ნოს ამას.

ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა იყოს პრობ­ლე­მუ­რი დღეს, ეს არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ქარ­თველ ხალ­ხს შო­რის. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს კო­ორ­დი­ნა­ცია არ­სე­ბობ­დეს. კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტყვე­ბის მო­გო­ნე­ბა, რომ მე ამას გა­ვა­კე­თებ, 31-32 მარტს რა­ღა­ცას ვი­ზამ და შევ­ქმნი, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ არის.

ეს ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო არ არის. მე მის­გან არას­დროს არა­ფე­რი მო­მი­თხო­ვია. ის ვალ­დე­ბუ­ლი იყო რუ­სუ­ლია აგენ­ტუ­რის მიერ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­ში არ ჩა­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მე, პი­რა­დად და ჩემ პარ­ტი­ას მო­თხოვ­ნა, რომ ეს უნდა გა­ა­კე­თოს, არ გვქო­ნია. არ გა­ა­კე­თა? – ეს მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხია. მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს ეს ადა­მი­ა­ნი, სურ­ვი­ლი არ მაქვს რომ შე­ვა­ფა­სო. აღარ არის პრე­ზი­დენ­ტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს“, – აღ­ნიშ­ნა ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა “რე­გი­ო­ნულ მა­უ­წყე­ბელ­თა ალი­ანსთან” ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მისი „მი­ზა­ნი ოპო­ზი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა“. მისი თქმით, ამ­ზა­დებს „ძლი­ერ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას”, რო­მე­ლიც უძ­ლებს ყვე­ლა­ფერს, ხოლო „ყალ­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არის ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი“. „მე ვამ­ზა­დებ, და ვარ საკ­მა­ოდ ოპ­ტი­მის­ტუ­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძლი­ერ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას. ძლი­ე­რი კო­ორ­დი­ნა­ცია არის ის, რაც უძ­ლებს ყვე­ლა­ფერს და ყალ­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არის ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი. უნდა ვი­ცო­დეთ, რა გვინ­და რე­ა­ლუ­რად, გვინ­და ძლი­ე­რი კო­ორ­დი­ნა­ცია არამ­ხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, ასე­ვე ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­მე­ლიც არის წამ­ყვა­ნი ამ პრო­ტეს­ტში დღეს და რო­მელ­საც უნდა ჰქონ­დეს თა­ვი­სი ად­გი­ლი ამ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში“, – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სრულად წაკითხვა