გაგაცნობთ 31 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
ვერძი
ვერძს დღეს მოწყენა ემუქრება. მოვლენების განვითარება თქვენგან მშვიდ და გეგმაზომიერ მოქმედებას მოითხოვს, თუმცა, ამას თავისი უპირატესობებიც აქვს.
კურო
მთელ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხებს და ოჯახის ბიუჯეტზე ზრუნვას დაუთმობთ. გირჩევთ უარი თქვათ ისეთ საეჭვო პროექტებზე, როგორიცაა უცნობ ბანკში ფულის დაბანდება.
ტყუპები
ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ ამის საჯაროდ დემონსტრირებას ერიდებით. ეს დღე თქვენგან მშვიდად მოქმედებას და დაბალანსებულ, კონსერვატიულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ა
კირჩხიბი
კირჩხიბის სასიცოცხლო ენერგია მცირდება. დიდი სურვილის მიუხედავად, ძალა არ გყოფნით, რომ სამსახურში და სახლში ყველა საქმეს გაუმკლავდეთ! გამორიცხული არ არის, რომ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება სამომავლოდ გადადოთ.
ლომი
ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით მოქმედება სასურველ შედეგს მოგიტანთ, მაგრამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, პირადი ცხოვრება ექსპერიმენტებით გაამდიდროთ, თუმცა, სამსახურში მხოლოდ ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით უნდა იმოქმედოთ.
ქალწული
გირჩევთ ამ დღეს მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ – ექსპერიმენტის ნებისმიერი მცდელობა კრახით დასრულდება. გახსოვდეთ, რომ კონსერვატიული მეთოდებით იმაზე მეტის მიღწევა შეგიძლიათ, ვიდრე ყველაზე ბრწყინვალე ექსპერიმენტით.
სასწორები
გირჩევთ თქვენი ახალი იდეები და გეგმები არავის გაუზიაროთ. საუკეთესო შემთხვევაში, დაცინვას ან მსუბუქ კრიტიკას მიიღებთ, უარეს შემთხვევაში კი თავზე დაუნდობელი კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდებათ.
მორიელი
ამ დღეს გარშემო მყოფებთან დისონანსშიხართ. თავად საკუთარი მოქმედებები არასრულყოფილი გეჩვენებათ, ხოლო გარშემომყოფებს თქვენი ზეწოლა და „რევოლუციური“ მოქმედება აშინებთ. ეცადეთ შეეგუოთ, რომ ვერავის დარწმუნებას ვერ შეძლებთ.
მშვილდოსანი
რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა იყოს საჭირო, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ – საბოლოო არჩევანის გაკეთება წარმოუდგენლად რთული იქნება.
თხის რქა
თხის რქა ყველა საქმეში, რომანტიკულ ურთიერთობებშიც კი პრაგმატულ მიდგომას ეძებს. მაგალითად, გირჩევნიათ საყვარელ ადამიანს თაიგულის ნაცვლად, ქოთანში ჩარგული ლიმონის ხე აჩუქოთ, რომ ლიმონიანი ჩაით გაგიმასპინძლდეთ ან სამკაულების ნაცვლად, სამზარეულოს ინვენტარი მიართვათ.
მერწყული
მერწყულს მშვიდი, არაფრით გამორჩეული დღე ელის. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს მოსაწყენი იყოს, მაგრამ თუ მერწყული ამისთვის მზად არის, დროის სასარგებლოდ გატარებას შეძლებს.
თევზები
ამ დღეს თქვენი საქმეები და აზრები მთლიანად ნათესავებს და მეგობრებს უკავშირდება. შესაძლოა, მათი პრობლემების გადაჭრა და დახმარება შეგიძლიათ, ამიტომ ეცადეთ ახლობელ ადამიანებს მორალური მხარდაჭერა გაუწიოთ.