31 წლის ასაკში სამუელ უმტიტიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

7 hours ago 1

ფრანგმა მცველმა სამუელ უმტიტიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პროფესიონალური ფეხბურთიდან მიდის.

31 წლის ფეხბურთელი ზაფხულიდან გუნდის გარეშე იყო და საბოლოოდ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

უმტიტიმ საფეხბურთო გზა „ლიონში“ დაიწყო, შემდეგ „ბარსელონასა“ და „ლეჩეს“ ღირსებას იცავდა, ბოლოს კი „ლილში“ თამაშობდა. საფრანგეთის ნაკრებში 31 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

სრულად წაკითხვა