33 წლის ასაკში ერიკ ლამელამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

1 week ago 6

33 წლის არგენტინელმა შემტევმა, ერიკ ლამელამ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ფეხბურთელმა ათენის „აეკთან“ კონტრაქტი შეწყვიტა და აქტიური თამაშიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ლამელამ „აეკში“ ერთი სეზონი გაატარა, ხოლო მანამდე საფეხბურთო გზა „რივერ პლეიტში“ დაიწყო, შემდეგ კი „რომას“, „ტოტენჰემის“ და „სევილიას“ რიგებში ითამაშა.

2011-2018 წლებში არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. კარიერის დასრულების შემდეგ ლამელა „სევილიაში“ დაბრუნდება, სადაც მატიას ალმეიდას ასისტენტის როლს შეითავსებს.

სრულად წაკითხვა