9
პროტესტის მე-7 დღე ქვეყანაში – 4 დიდ ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს. თბილისში მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და ევროპული მომავლის დასაცავად ბრძოლა გააგრძელეს.
საპროტესტო აქციები გრძელდება ბათუმშიც, სადაც მოქალაქეები ერას მოედანზე შეიკრიბნენ და ქუჩებში მარში გამართეს.
ბათუმისა და თბილისის გარდა, პროტესტის კერა ქუთაისი და ზუგდიდია.