4 მსჯავრდებული 4 ოქტომბრის საქმეებიდან, კონკრეტულად კი ე.წ. „ორგანიზატორების საქმიდან“, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ.
სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე მზია ლომთათიძემ საპროცესო გარიგება დღეს, 28 ოქტომბერს დაამტკიცა.
ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ საპროცესო გარიგების პირობები უკვე პრაქტიკულად შეთანხმებული იყო მსჯავრდებულებსა და პროკურატურას შორის. 13 ოქტომბერს მათი საქმე გამოიყო საქმიდან, სადაც დანარჩენი ფიგურანტები დარჩნენ, ვინც ამ დრომდე საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს — პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი. ირაკლი შაიშმელაშვილი მიმალვაშია და ძებნილის სტატუსი აქვს.
საპროცესო გარიგების თანახმად, მსჯავრდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ და განაჩენი განისაზღვრა, როგორც 1 წელი და 1 თვე რეალური, ანუ საპატიმრო სასჯელი და დამატებით 2 წელი — პირობითი მსჯავრი.
საპროცესო გარიგების დადების საფუძველი ბრალის აღიარებაა.
მსჯავრდებულებს სასჯელი ეთვლებათ დაკავების დღიდან:
- მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე — 2025 წლის 5 ოქტომბერი;
- ირაკლი ჩხვირკია — 9 ოქტომბერი;
- გური ჟვანია — 17 ოქტომბერი.
netgazeti