ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დანიელ ბაზაძე ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N31 ფილიალის აღსაზრდელი იყო.
სააღმზრდელო დაწესებულებაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ მოზარდი ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა.
ბაღის თანამშრომლის, ლალი გაბელაშვილის განმარტებით, ბავშვს აპენდიციტის ოპერაცია გასულ კვირაში ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და აპარატზე შეერთება გახდა საჭირო.”განადგურებულები ვართ ყველანი. ეს რა ტრაგედია დატრიალდა. გუშინ დარეკა მშობელმა და გარდაიცვალაო გვითხრა. ბავშვს მუცელი ასტკივებია, წაუყვანიათ საავადმყოფოში და ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთებიათ 22 ოქტომბერს. ამის შემდეგ დამძიმებულა და აპარატზე შეუერთებიათ. შემდეგ მოუხსნიათ აპარატიდან და კონტაქტურიც იყო ბავშვიო, შემდეგ ისევ დამძიმებულა და გუშინ გარდაიცვალა. ” – განაცხადა ჩვენთან საუბარში საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა.

pozitivi.ge