ზეგ, 4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს თურქეთთან მასპინძლობით იწყებს.
სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თურქეთს 4 სექტემბერს ვეთამაშებით, რადგან ანალოგიური ზუსტად 21 წლის წინაც მოხდა.
2004 წლის 4 სექტემბერს საქართველომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში თურქეთთან გასვლაზე ფრედ, 1:1 ითამაშა, ის საკვალიფიკაციო ჯგუფი კი საბოლოოდ ბოლოსწინა ადგილზე დავასრულეთ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 4 სექტემბერს ნაკრებს გამარჯვებაც აქვს მოპოვებული, ოღონდ არა თურქეთთან, არამედ შოტლანდიასთან. კერძოდ ეს ყველაფერი 2015 წელს მოხდა, როცა 2016 წლის ევროს შესარჩევში ბრიტანელები ვაკო ყაზაიშვილის გოლით 1:0 დავამარცხეთ.