40 ადამიანს გაუტოლდა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კამიშევახაზე რუსეთის მიერ 2 ნოემბერს მიტანილი იერიშების მსხვერპლთა რიცხვი. ეს ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, დაკარგულად ითვლება 30-მდე ადამიანი, ადგილზე გრძელდება სამაშველო და სამძებრო სამუშაოები.
ზელენსკის განცხადებით, სკოლის შენობას, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტია განთავსებული, ესროლეს 9 საჰაერო ბომბი. დარტყმები რამდენჯერმე განხორციელდა, შემდგომ იერიშებს მათ შორის ემსხვერპლნენ ადგილზე მისული პოლიციელები და მაშველები.
რუსეთის არმიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება კამიშევახაზე მიტანილი დარტყმების შესახებ.
radiotavisupleba ახალი ამბები