WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნინო ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია ფორ­მუ­ლას ოფის­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა – “ფორ­მუ­ლამ ჩემი ცნო­ბი­ლი და­ჭყე­ტი­ლი ფოტო გა­მო­დო და ეგ­რე­ვე თვა­ლი ეცა, აალ­დნენ”.

ნა­დი­რა­ძის ამ პოსტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

მათ შორის, მაია ბუწაშვილმა გააზიარა ნინო ნადირაძის “ქარდი” და დაწერა: “ეჰ, რა დროს ჩაიარა ჰელოუინმა, შეგეძლოთ ამ კუდიანი ალქაჯის კოსტიუმი მოგერგოთ. წვეტიანი შავი ქუდის ჩამოცმაც კი არ დაგჭირდებოდათ”.

აღნიშნულ სტატუსს ნინო ნადირაძე გამოეხმაურა: მაია ბუწაშვილს არ მოვწონვარ, მე მომწონხარ მაიკო სიხარულო, სამაგიეროდ.”

აღნიშნულს ისევ მაია ბუწაშვილი გამოხმაურა სოციალურ ქსელში:

“რადგან ნინო ნადირაძეს გონია, რომ ჩემს წინა პოსტში მის გარეგნობაზე მქონდა აქცენტი, აქ ისეთ ფოტოს დავდებ, რომელშიც “ლამაზია” და ისევ გავიმეორებ, რომ გარეგნობა კი არ არის მისი პრობლემა, არამედ ალქაჯობა და არაჰუმანურობაა მისი დღევანდელი პოსტის გამო “ტვ ფორმულას” შესახებ და არა მხოლოდ ამ პოსტის გამო,” – დაწერა მაია ბუწაშვილმა.

ცნო­ბის­თვის, დღეს, 4 ნო­ემ­ბერს, ბიზ­ნეს­ცენ­ტრ “დე­ლის­ში”, სა­დაც ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლას” ოფი­სი მდე­ბა­რე­ობს, ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.