დემეტ ომეგდემირისა და სელინ დიონის ყურადღების მიპყრობის შემდეგ, პატარა ქართველმა ბავშვმა, ევა ბუთიაშვილმა, თურქული მასმედიის ყურადღებაც დაიმსახურა. ამჯერად თურქი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ტარკანის ცნობილი ჰიტის, „Şımarık“-ის ფონზე შესრულებული ევას სახალისო ცეკვის ვიდეო მოექცა.
„Şımarık-ის მუსიკის გაგონებაზე მან ემოციები ვერ შეიკავა! თურქული ესტრადის უკვდავ ჰიტზე აყოლილი პატარა ქართველი გოგონას რიტმული მოძრაობები და გულწრფელი განცდები ინტერნეტსივრცეში ნამდვილ სენსაციად იქცა“, – წერს თურქული მედია.
უცხოური გამოცემები ასევე აღნიშნავენ, რომ ვიდეომ უამრავი მოწონება და პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა, თუმცა ყველაზე გამორჩეული თავად ტარკანის გამოხმაურება გახლდათ – თურქეთის ესტრადის ვარსკვლავმა პატარა მოცეკვავის ვიდეო პირადად მოიწონა.
თურქული მედიის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ „Şımarık“-ს ასაკი არ გააჩნია და ტარკანის შემოქმედება თაობიდან თაობას გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე თურქმა მომღერალმა დემეტ ომეგდემირმა ევას ვიდეო „ინსტაგრამის“ ისტორიაში შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა:
„ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“. აღსანიშნავია, რომ ამავე ვიდეოზე თავადაც ცეკვავდა სელინ დიონიც. სელინ დიონის მიერ „ინსტაგრამზე“ ატვირთულ ვიდეოკოლაჟში, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის მიმდინარეობისას სხვადასხვა ლოკაციაზე გადაღებულ კადრებს აერთიანებს, ერთ-ერთ მომენტში ჩანს, როგორ ადევნებს თვალყურს სელინ დიონი მობილური ტელეფონით ზუსტად იმ ვიდეოს, რომელმაც 75 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა – მომღერალი ამავე მუსიკის თანხლებით თავადაც ცეკვავს,
pozitivi.ge