WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სამძებრო ოპერაცია გრძელდება უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში, რომლის დაბომბვასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 5 ნოემბრის დილის მდგომარეობით, განადგურებული შენობების ნანგრევებში ნაპოვნია 42 დაღუპულის ცხედრები. 4 ნოემბრის მონაცემებით დადასტურებული იყო 40 ადამიანის სიკვდილი.

უკრაინის პოლიციის ცნობით, ნანგრევებში შესაძლოა, კიდევ 33 ადამიანი იყოს.

სამძებრო სამუშაოებთან ერთად გრძელდება ცხედრების იდენტიფიკაცია. პოლიციის თანახმად, ზოგიერთის იდენტიფიცირება ვიზუალურად ვერ ხერხდება, ამიტომ ექსპერტები ნათესავებისგან იღებენ დნმ-ის ნიმუშებს.

ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ცხედრებს პოლიციელები მორგში მიასვენებენ იდენტიფიცირებითვის

ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ცხედრებს პოლიციელები მორგში მიასვენებენ იდენტიფიცირებითვის
  • რუსეთის ჯარებმა კომიშუვახას 2 ნოემბერს დაარტყეს, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე, 9 მართვადი ავიაბომბით.
  • 3 ნოემბრიდან ზაპოროჟიეს ოლქში გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა, რომელიც 5 ნოემბერს დასრულდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ავიაბომბებით დაარტყა სკოლის შენობას, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემა მიმდინარეობდა და შემდეგ დაბომბა თავშესაფარიც, სადაც ხალხი იმყოფებოდა.

რუსეთს კომიშუვახის დაბომბვასა და დიდ მსხვერპლზე კომენტარი არ გაუკეთებია.

  • რუსეთის ჯარებმა კომიშუვახა ადრეც არაერთხელ დაბომბეს. ამ დაბაში არანაირი მსხვილი სამხედრო, ან სამრეწველო ობიექტი არ არის, თუმცა ქალაქ ზაპოროჟიეს მისადგომებთან არსებულ თავდაცვით და სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.