43 გავლენიანი მეგობარი მთავრობებს საქართველოში ახალი არჩევნების გამართვის მხარდაჭერას ურჩევს

1 day ago 2
Chain of Unity formed in Tbilisi. December 28, 2024. Photo: Guram Muradov

აშშ-სა და ევროპის პარლამენტარების, ყოფილი დიპლომატების, მკვლევარებისა და მოხელეების 43-კაციანმა ჯგუფმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც “ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას” მოუწოდა, “მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის რეჟიმი.” განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა “საერთო სანქციების შემოღება ივანიშვილის რეჟიმისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიასა და სუვერენიტეტს უთხრიან ძირს.”

განცხადებაში წერია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული კრიტიკის იგნორირება აირჩია, შეკრიბა ერთპარტიული პარლამენტი და “ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი.” ხელმომწერები ასევე აღნიშნავენ, რომ პარტიამ “ძალადობით უპასუხა ასობით და ათასობით დემონსტრანტის ყოველდღიურ პროტესტს.”

“ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს და ჩვენი ვალია, მათ გვერდით დავდგეთ,” წერენ ხელმომწერები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა