“44 მილიონი დოლარის ოქრო სპეციალურად ივანიშვილისთვის შეიძინა ეროვნულმა ბანკმა” – რომან გოცირიძე

2 weeks ago 8

3

პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი, რომან გოცირიძე:

ეროვნული ბანკი “ქართუბანკის” ბროკერად იქცა. იგი მალავს იმ ფაქტს, რომ ნოემბრის თვეში მისგან ივანიშვილმა იყიდა 44 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო.

რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ( მისმა ბანკმა) ოქრო პირდაპირ საერთაშორისო ბაზარზე და რაში დასჭირდა შუამავლად ეროვნული ბანკი? იმიტომ, რომ ეს ოქრო სპეციალურად მისთვის შეიძინა ეროვნულმა ბანკმა, ჩამოტანილია თბილისში, ინახება ეროვნული ბანკის საცავში და დაზღვეულია დაყადაღებისაგან.

ეროვნულ ბანკს ივანიშვილი მოსალოდნელი სანქციებისაგან გაქცევის ერთ-ერთ საშუალებად განიხილავს.

თუ ასე გააგრძელეს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ( საბჭოს წევრები) შეიძლება დასასანქცირებელთა სიაში აღმოჩნდეს.

სრულად წაკითხვა