ანდრო ჭიჭინაძის პროცესი 5 მარტისთვის გადაიდო

11 hours ago 3

ოლიგარქის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჭიჭინაძის პროცესი 5 მარტისთვის გადადო.

თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ხვალ კი სასამართლო ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

“სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა – ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის.

ხვალ მოსამართლე ხალხით სავსე საქალაქო სასამართლოში იმსჯელებს, დატოვებს თუ არა მსახიობს ციხეში. პროცესის დრო – 10:30 საათი. შევხვდებით პროცესზე”, – წერს ადვოკატი.

სრულად წაკითხვა