5 დეკემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის "დინამო" თანაქალაქელ "სპაერს" დაუპირისპირდება.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
საფინალო მატჩამდე "დინამომ", "იბერიას", "კოლხეთისა" და "დინამო ბათუმის" ბარიერები დაძლია.
ხოლო "სპაერმა" აქამდე მოსასვლელად "ხობის", "ლოკომოტივი 2-ის", "თელავისა" და "გაგრას" დამარცხება შეძლო.