ვერძი
ეცადეთ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა რთული პროექტების დასასრულებლად, რომლებიც შრომისუნარიანობას და მონდომებას საჭიროებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – მსუბუქი ვარჯიში სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. საყოფაცხოვრებო სამუშაოები ასევე ყურადღებას მოითხოვს. თუ ოდესმე ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება სცადეთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი საიდუმლო გამჟღავნდეს.
კურო
პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ნაყოფიერი დღე გელით – შესაძლებლობა გექნებათ, ხანგრძლივი კონფლიქტი დაასრულოთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გააძლიეროთ. სამსახურში დაწყებული საქმეები დასრულებამდე ახალი საქმის დაწყებას მოერიდეთ. არ არის გამორიცხული, რომ საკუთარ სიტყვებსა თუ ქმედებებზე ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ.
ტყუპები
ეს დღე საინტერესო მოვლენებითა და ახალი ინფორმაციით მდიდარია. მოემზადეთ მოულოდნელი სიახლისა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებისთვის, რამაც შეიძლება თქვენს პიროვნულ განვითარებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. თუ სხვა ადამიანების გრძნობებს ანგარიშს არ გაუწევთ, ნებისმიერ მოლაპარაკებას ჩაშლით და საკუთარ თავსაც უამრავ პრობლემას შეუქმნით.
კირჩხიბი
ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ემოციურ ჯანმრთელობას და შინაგან ჰარმონიას უნდა მიაქციოთ. მედიტაცია ან იოგა გონებრივი ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ. ბიზნესსფეროში მოსალოდნელია მცირე სირთულეები, მაგრამ მათი დაძლევა სწორი მიდგომით სავსებით შესაძლებელია. განსხვავებული აზრების გამო შეიძლება ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება მოგიწიოთ. ნუ ეკამათებით, დაე, ყველა თავის პოზიციაზე დარჩეს. სანერვიულო მხოლოდ იმ კირჩხიბებს ელით, რომლებიც რაღაცას მალავენ, დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი დღეა.
ლომი
ამ დღეს შეიძლება შემოქმედებითი ენერგიისა და შთაგონების მოზღვავება იგრძნოთ. ხელსაყრელი დღეა პროფესიულ სფეროში ახალი პროექტის დაწყებისთვის. მთავარია, ღრუბლებში არ იფრინოთ და მომავალი რეალურად შეაფასოთ. შეიძლება საღამოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. ბედს ნუ ეთამაშებით, თორემ შეიძლება წააგოთ.
ქალწული
შრომისმოყვარეობითა და დისციპლინით გარშემო მყოფების პატივისცემას და აღიარებას დაიმსახურებთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოთ, რაც ნაყოფიერ მუშაობაში და კარიერული მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ. პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდებით. მკაფიოდ შედგენილი გეგმა საშუალებას არ მოგცემთ, რომ მიზანს ასცდეთ. წინსვლისა და განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შეჩერდეთ და საკუთარი ქმედებები ობიექტურად შეაფასოთ.
სასწორი
ეცადეთ, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ, თორემ ოჯახის წევრების რისხვას ვერ გადაურჩებით. გამოყავით დრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის, რათა დაწყებული საქმეების დასრულება შეძლოთ. ეს დღე კარგ შესაძლებლობებს გთავაზობთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თამამად იმოქმედებთ. სიმართლის ძიების დროს გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც ძალიან გააბრაზოთ და გააღიზიანოთ.
მორიელი
მორიელებს პირად ცხოვრებაში ან კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით. ხელსაყრელი დღეა თამამი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ზოგი მორიელი იძულებული იქნება, შეცდომების გამო ძველ საქმეებს დაუბრუნდეს. შეიძლება მთელი დღე მოანდომოთ საკითხის გარკვევას, რომელიც მოულოდნელად მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. ეს პირად ურთიერთობას ან რაღაც ახალ გადაწყვეტილებას ეხება.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დროა თვალსაწიერის გასაფართოებლად – ახალი ცოდნის მიღება და უნარების ათვისება თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. ამ დღეს გარშემომყოფები თქვენ მიმართ ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილნი, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. ურთიერთობაში კომპრომისის პოვნა მოგიწევთ, რათა ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია დაიბრუნოთ.
თხის რქა
ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. მიზნებზე ფოკუსირება დაგეხმარებათ, რომ შედეგებს ზედმეტი სტრესისა და ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ. გუნდური მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ უმჯობესია მარტო იმუშაოთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ვერავინ ვერაფერში მოგედაოთ. განსაკუთრებით მოერიდეთ ახალი იდეებისა და ექსპერიმენტების წარდგენას, რათა საყოველთაო რისხვა არ დაგატყდეთ.
მერწყული
თანამშრომლობის ნუ გეშინიათ – ამ დღეს გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე მეტად წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ნუ დაიწყებთ საქმეს, რომლის დასრულება გაგიჭირდებათ. ახალი ნაცნობების დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ახლა თქვენთვის არავის სცალია. ყურადღებას ნუ მოადუნებთ – მხოლოდ სხვა ადამიანების პატიოსნების იმედად არ უნდა დარჩეთ.
თევზები
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებას და ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს შინაგან მდგომარეობას. განმარტოება, იოგა, თბილი აბაზანა სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, გათავისუფლდეთ ილუზიებისგან, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით