საქართველოს ფოსტაში დასაქმებულმა პირმა, რომელიც 2 წელიწადში სამსახურში მხოლოდ 5-ჯერ გამოცხადდა, ანაზღაურების სახით ₾159 145 მიიღო. ამის შესახებ აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
“ერთი თანამშრომელი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე მხოლოდ 5 კალენდარულ დღეს ფიქსირდებოდა, ხოლო სხვა შემთხვევაში მითითებული იყო ჩანაწერი ─ „არ გამოცხადება“. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება ამ თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 159,145 ლარის მართლზომიერ ხარჯვაზე” აღნიშნულია დასკვნაში.
აუდიტის სამსახურის მიერ დასახელებულ თანხას თუ ნამუშევარ დღეების რაოდენობაზე გავყოფთ 31 830 ლარს მივიღებთ, რაც საათში 3980 ლარის ტოლია. თუ ამ თანხას საპენსიო შენატანსა და საშემოსავლოსაც დავაკლებთ ხელზე ასაღებ 3120 ლარს მივიღებთ.
აუდიტის ანგარიში აეროპორტების გაერთიანების, რკინიგზის, რკინიგზის, საქაერონავიგაციის, სატრანსპორტო კომპანიისა და ფოსტის მონიტორინგს მოიცავს.
netgazeti