„5 თვის ორ­სუ­ლი ცოლი დარჩა” – კლინიკაში გარდაიცვალა 24 წლის ბიჭი, რომელსაც ტროტუარზე მანქანა დაეჯახა

4 days ago 6

24 წლის მურ­მან კა­ლან­დია, რო­მელ­საც 11 მარტს, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დარ­ჩელ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ამ დრომ­დე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს.

„დაქვრივ­და, 21 წლის, 5 თვის ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე. მშობ­ლებს მო­უკ­ვდათ უკე­თი­ლე­სი შვი­ლი. სო­ფელ­მა და ქვე­ყა­ნამ და­კარ­გა პა­ტი­ო­სა­ნი მო­ქა­ლა­ქე!…ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის დღის წეს­რი­გი!”- წერს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი მაია კა­ლან­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, ავა­რია 11 მარტს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დარ­ჩელ­ში მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლი კობა კვი­ტან­ძე მარ­თავ­და ტრო­ტუ­არ­ზე მყოფ 24 წლის ახალ­გაზ­რდას შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ბიჭი ად­გი­ლი­დან გარ­კვე­ულ მან­ძილ­ზე მო­ის­რო­ლა.

უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ახალ­გაზ­რდა ბიჭი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მას სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

„შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, პირ­და­პირ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­ვე­დი ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და ოპე­რა­ცია. ახლა საქ­მეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. რო­გორც ვიცი, ბიჭი ფე­ხით მოძ­რა­ობ­და, გზა­ზე არ გა­და­დი­ო­და, ტრო­ტუ­არ­ზე იყო და ამ დროს და­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლი მარ­თავ­და. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია ეს პო­ლი­ცი­ე­ლი, კობა კვი­ტან­ძე, წლე­ბია ჩვენს სო­ფელ­ში, დარ­ჩელ­ში მუ­შა­ობს. ოპე­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია. არ მი­სუ­ლი სოფ­ლის ცენ­ტრამ­დე მოხ­და ეს მძი­მე ფაქ­ტი.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც ბიჭს და­ე­ჯა­ხა მთვრა­ლი იყო და თით­ქოს მან მი­ა­ტო­ვა ავა­რი­ის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, მაგ­რამ ეს არ არის ასე. მას არ და­უ­ტო­ვე­ბია იქა­უ­რო­ბა, იმ წუ­თი­დან იქ იყო, მერე ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წა­იყ­ვა­ნეს და მერე და­ა­კა­ვეს” – ჰყვე­ბო­და ავა­რი­ის მე­ო­რე დღეს ად­გი­ლობ­რი­ვი.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა