5
5 იანვრიდან გუდაური იცლება – „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაუქმებულია ჯავშნების 80%. ევროპელი ტურისტები აცხადებენ, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა.
“ახლა საახალწლო დღეებია და ასე თუ ისე არის ხალხი, მაგრამ 5-დან იცლება გუდაური. დეკემბერში ჯავშნების 80% გაუქმდა, ასევე გაუქმდა თებერვალიც. ჯავშნების დიდი ნაწილი გააუქმეს ევროპელებმა, რომლებსაც, როდესაც ვკითხეთ, პირდაპირ გვიპასუხეს, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა. კონკრეტულად საუბარი მაქვს ჩეხებზე და ესტონელებზე…“- განაცხადა „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის ფართო პროტესტის მიზეზი გახდა. მოქალაქეები თითქმის 40 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს და ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებასა და დაკავებულების გათავისუფლებას.
წყარო – ტვ პირველი