სუს-ის მიერ ლევან ხაბეიშვილისთვის წარდგენილი ბრალის პასუხად მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” დაპირებებს შეახსენებს:
“ე.ი. პენსიების მომატების დაპირებისთვისაც შეიძლება გაუშვა ადამიანი რამდენიმე წლით ციხეში.
და ბოდიში, მაშინ “5 მილიონი თითო სოფელს” დაპირების გამცემ კაცს რამდენი წელი უნდა მივუსაჯოთ?
ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით, მუხლიც კი ვერ მიუსადაგეს მისი დაჭერა ცვლის მოცემულობას, ბრძოლა საჭიროა დღეს, ხვალ, ზეგ, უახლოეს დღეებში და თუ კიდევ საჭირო გახდა 4 ოქტომბერსაც.
რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას, ეს მოხდა ორი რამის გამო, ხაბეიშვილი და ოპოზიციური ლიდერების დაკავებების გადასაფარად, ერთი ბრიფინგიც კი მიუძღვნეს და ასევე ქოცების დარჩენილი, მორყეული ბაზის დასაშინებლად.
ასევე “პიჯაკების” საქმის სასამართლო ჩანიშნეს სასწრაფო წესით, რომ კიდევ რამდენიმე წელი დამიმატონ ისედაც, პრაქტიკულად უვადო პატიმრობას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.