“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მიაჩნია, რომ მოძალადეები არიან ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენი ხალხი:
“ქოცებმა დღეს დაიჭირეს ვინმე ვაკელი მანჩო, რომელიც 2013 წელს შემომივარდა პიცერიაში და რაღაც საგნებს მესროდა.
ამჯერად ეთნიკურად აზერბაიჯანელ ჩვენს თანამოქალაქეებს მიუხტა თავის ბანდასთან ერთად.
ასე რომ ძველი გოგო დააკავეს, მაგრამ რა თქმა უნდა, არავინ ჩასვამს “აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო“.
ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია.
ბიძინა ჩაერიე დროზე და გაათავისუფლე შენი ერთგული მომხრე! იცოდე სხვა შემთხვევაში ძველბიჭები და ძველგოგოები განგიდგებიან, არადა აქამდე მაგათ მხრებზე მოიტანე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

3 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·