“ერთია იყო ავტორიტარი, მეორეა იყო გულისამრევი” – გია ნოდია

3 hours ago 2

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერთან, გია ჯაფარიძესთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს, ხელისუფლებისადმი მძიმე შეფასებებით ეხმაურება განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

ივანიშვილის მთავრობას განსაკუთრებული ნიჭი აქვს: რამდენი უმსგავსობა გააკეთა უკვე და მაინც ისევ ახერხებს ჩვენს გაკვირვებას.

პოლიტიკური რეპრესიები თავისთავად უბედურებაა, მაგრამ ისეთი წვრილმანი წუწკობა, როგორიც იყო დილის ყინვაში პოლიტპატიმრის განთავისუფლება მისურის ამარა, ისე, რომ ოჯახი და მეგობრები ვერ დახვდნენ, უზნეობის და ქაჯობის ახალი რეკორდია.

ერთია იყო ავტორიტარი, მეორეა იყო გულისამრევი“, – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა