“ნებისმიერი კანონი არსებობს იმიტომ, რომ მისი აღსრულება აიძულონ მათ, ვინც ამას ნებით არ აკეთებს” – იაგო კაჭკაჭიშვილი

12 hours ago 2

სოციოლოგიის დოქტორის, იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასება-განმარტებები და კონკრეტული მინიშნებები კანონის მიღებისას მისი სამართლიანობის აუცილებლობასთან დაკავშირებით:

ნებისმიერი კანონი არსებობს იმიტომ, რომ მისი აღსრულება აიძულონ მათ, ვინც ამას ნებით არ აკეთებს.

თუმცა, ნებისმიერი კანონის მიმართ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი; ანუ, საზოგადოების უმრავლესობა უნდა ეთანხმებოდეს, რომ ესა თუ ის კანონი სამართლიანია და ის, ნებით თუ იძულებით, უნდა აღსრულდეს.

თუ კანონს ასეთი კონსენსუსი არ ახლავს, ის ან განწირულია უმოქმედობისთვის, ან მის ამოქმედებას არაპროპორციული ძალის გამოყება და ტერორი დასჭირდება.

აი, სწორედ ასეთია ის კანონი, რომელიც ქ/ოცნების ხელისუფლებამ მიიღო და რომელიც ტროტუარზე პროტესტის გამოხატვას უზღუდავს ადამიანს. შეუძლებელია ამ კანონის მიმართ თანხმობა ჰქონდეს ადამიანს, ვისაც რაიმე მიმღებლობა გააჩნია ადამიანის ელემენტარული უფლებების მიმართ.

აღნიშნული კანონის მიღებით, ქ/ოცნებამ კიდევ ერთხელ დაკარგა ყოველგვარი ბმა სამართლიანობასთან და ჩაეწერა თვითნება ავტორიტარი ხელისუფლებების სიაში. ახლა თუ ამ, საბაზისო დემოკრატიისთვის აბსურდული, კანონის აღსრულებას ძალის გამოყენებით დაიწყებს, ეს უკვე ტერორის ინდიკატორი იქნება.

მჯერა, რომ ქართული საზოგადოება ამას არ შეეგუება და პრინციპულ წინააღმდეგობას გაუწევს“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა