ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და ერთგვარ გამაფრთხილებელ მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს:
“როდესაც დავიწყე საუბარი ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომის შესაძლებლობაზე, საყვედურები მივიღე – პოლარიზაცია/დაპირისპირებას აღვივებო. დღეს ამაზე უკვე სხვებიც, მათ შორის იქითა ბანაკის წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ. ამიტომაც ვიტყვი კიდევ ერთხელ – სადაც წვრილია იქ გაწყდეს. შაგრენის ტყავივით იკუმშება ამ ორი დაპირისპირებული ბანაკის მშვიდობიანი თანაცხოვრების შანსები. რეალობას თვალი გავუსწოროთ!
დაბალი ინტელექტის მქონე ევროკომისარის კაია კალასის წამოცდენა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არ უჭერს მხარს ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულ საქართველოს მთავრობას, უკვე ნანახი კინოა. შესაბამისად, აბსოლუტურად სწორი იყო გადაწყვეტილება 2028 წლამდე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს შეჩერებაზე. ეს იქნებოდა წყლის ნაყვა და კალასმა ეს დაადასტურა. შესაბამისად გაგრძელდება ჩვენი “დაპრესვა” ბრიუსელის მიერ.
ის რომ ევროკავშირი საქართველოსგან ისევ დაჟინებით ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, ყოველგვარი დაცვის გარეშე, და კულუარულად კიდევ რას ითხოვს, გასარკვევია, გვაჩვენებს, რომ მათ მიდგომებში არც არაფერი შეცვლილა. პარალელურად მათგან გვესმის განცხადებები, რომ კიდევ უფრო მეტად დააფინანსებენ “სამოქალაქო სექტორად” წოდებულ აქაურ რადიკალურ ჯგუფებს ხელისუფლების დამხობაზე რომ მუშაობენ.
ვისურვებდი რომ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში ყველამ კარგად გაიაზროს თუ რა საფრთხეების წინაშე ვდგევართ. თუ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, მასში გარანტირებულად ჩაერთვებიან გარე ძალები. სამწუხაროდ საქართველოს აქვს ამის მწარე გამოცდილება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

10 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·