5-ჯერ მეტი ხელფასი - სერია A-ში გოგლიჩიძეს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ

3 hours ago 1

ტურინის "იუვენტუსს" საბა გოგლიჩიძისადმი რეალური ინტერესი აქვს.

"ბებერი ქალბატონი" ზამთარში დასამატებლად, მცველის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ერთ-ერთი კი ქართველია.

LaGazzetta-ს ქართული რედაქციის ინფორმაციით, თუ გოგლიჩიძე-იუვენტუსის ტრანსფერის საქმე ბოლომდე მივა, ქართველის ანაზღაურება 5-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე ემპოლიში.

ემპოლიში მისი ხელფასი წლიურად 80 ათასი ევროა, რაც თვეში დაახლოებით 5 ათასი ევროს ტოლფასია. ასეთი დაბალი ხელფასი გასაკვირი არ არის, რადგან გოგლიჩიძე იტალიაში ჩავიდა როგორც ტალანტი, რომელსაც თავი უნდა წარმოეჩინა და მან ეს შეძლო.

სრულად წაკითხვა