ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეში, ATP-ს 250-ქულიან ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ რუს ანდრეი რუბლიოვთან თამაში პირველ სეტში მაშინ შეწყვიტა, როდესაც მეტოქე 5:2 იგებდა.
"ბასილამ" შეხვედრის გაგრძელება ტრავმის გამო ვეღარ შეძლო.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგო და ძირითად ბადეშიც ორი წრე გაიარა.
ბასილაშვილი განვლილი გზის შესაბამისად დამატებით 63 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც დღევანდელ მსოფლიო რეიტინგში 146-ე ადგილის ტოლია.