WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ერთა თასის გათამაშებაში კანადის ნაკრებს უმასპინძლა და სძლია ანგარიშით 59:14. ამ გამარჯვებით საქართველომ ჯგუფთაშორის ტურნირზე პოზიციები გაიმყარა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

შეხვედრა ტურნირის ნოემბრის ეტაპის ნაწილია. ახალი ფორმატის შეჯიბრებაში 12 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან განაწილებული. გუნდები ერთმანეთს ჯგუფთაშორისი პრინციპით ხვდებიან.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს. ტურნირის ფორმატის მიხედვით, ჯგუფის გამარჯვებული ჩემპიონი გახდება.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს შეჯიბრება მნიშვნელოვანია 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების თვალსაზრისითაც.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასზე, საქართველომ ზაფხულში სამივე თამაში მოიგო (ურუგვაისთან, სამოასთან და ჩილესთან) და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფის ლიდერია. კანადამ ზაფხულის კამპანიისას ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი დათმო. ის 7 ქულით ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფში ბოლო ადგილზეა, თუმცა ამ ჯგუფის ექვსი ბინადრიდან ოთხს, 7 ქულა აქვს და ჩრდილოამერიკელები ბოლო ადგილზე დამატებითი მაჩვენებლებით არიან.

ნოემბრის ფანჯარაში საქართველო კანადის შემდეგ 14 ნოემბერს ტონგას, ხოლო 21 ნოემბერს აშშ-ს უმასპინძლებს.

კანადა კი საქართველოს შემდეგ 14 ნოემბერს საფრანგეთში ჰონკონგს, ხოლო 20 ნოემბერს ბუქარესტში მასპინძელ რუმინეთს ეთამაშება.