WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

25

პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი:

6 საათი გაძლო მევენახეების პროტესტმა. ამ დროის განმავლობაში ოპოზიციურად განწყობილ ხალხში გაჩნდა ილუზია, რომ კახელები იხუვლებდნენ და რევოლუცია რთველიდან დაიწყებოდა. ამ მიზეზით ბევრმა ჩაიგუბა პირში წყალი და მხოლოდ მთავრობის დათმობის შემდეგ ალაპარაკდა იმაზე, თუ რაოდენ არასწორია სუბსიდია. ანუ, მზად იყვნენ მთავრობისთვის არასწორი მოთხოვნის კულტივირების ფასად – იგივე პოპულიზმის ფასად, ხალხში უკმაყოფილება გამოეწვიათ.

მორალს რომ თავი დავანებოთ, ეს წინასწარ წაგებული თამაშია.

სანამ საზოგადოება მოითხოვს „მომეცი სუბსიდია/დამეხმარე“ და არა „მომეცი თავისუფლება/ნუ მძარცვავ“ – ნებისმიერი ხელისუფლება ამას სათავისოდ გამოიყენებს.

მოითხოვს ოპოზიცია ბიუჯეტიდან მეტი ფულის ხარჯვას? ხელისუფლება იმავე დღეს გახსნის ბიუჯეტს და გაზრდის დაფინანსებას. რატომაც არა? მაინც თქვენს ფულს ხარჯავს, რა ენაღვლებათ?!
ოპოზიცია კი მხოლოდ დაპირებას გასცემს.

მესმის რომ დემოკრატია პოპულიზმს დიდ გასაქანს აძლევს, მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას, ნებისმიერ, თუნდაც არასწორ იდეას უნდა ჩავეჭიდოთ, აღარაფერი განგვასხვავებს იმისგან, ვისი შეცვლისკენაც მივისწრაფით. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ პოპულიზმში ქოცებიც გაიწაფნენ და დიდი რესურსების გამო ერთი ნაბიჯით წინ არიან.