WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11

ექვსი გუნდი და რაგბის გზაჯვარედინი – 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისი და ავჭალის სარაგბო სტადიონი პირველად უმასპინძლებს ტოიოტა ჩელენჯის მეორე ეტაპს.

სამხრეთაფრიკული ტოიოტა ჩიტასი“, „აირლინკპუმასი და „სუზუკი გრიქასი, პორტუგალიური „ლუზიტანუში, ესპანური „იბერიანსი და ქართული ფრენჩაიზი – „შავი ლომი“ თავს საქართველოში, თბილისის თასის ფარგლებში მოიყრიან.

ტურნირი 24 სექტემბერს, 6 გუნდის მონაწილეობით დაიწყება. ავჭალის სტადიონი თითო სათამაშო დღეს სამ შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც ევროპული გუნდები სამხრეთ აფრიკულ კლუბებს დაუპირისპირდებიან.

„შავი ლომი“ პირველ თამაშს სუზუკი გრიქასთანგამართავს (24 სექტემბერ 20:00); მეორე მატჩი აირლინკ პუმასთან ექნება (29 სექტემბერი, 17:00); მესამე შეხვედრა კი, ტოიოტა ჩიტასთან (4 ოქტომბერ 20:00).

ტურნირზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურ მატჩებზე, ისედღიურ აბონემენტების სახით. შეგახსენებთ, რომ 6 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა.

სხვადასხვა სარაგბო კულტურების თბილისურ გზაჯვარედინზე შერკინება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და საქართველოს, როგორც მდიდარი სარაგბო ტრადიციის მქონე ქვეყნის სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

თიბისი ქართული რაგბის განვითარებას და მის საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერებას წლებია მხარს უჭერს. მსგავსი ტურნირები კი, ქართველ მორაგბეებს ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაშის, ახალი გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების ახალ შანსებს აძლევს.

(R)