698 600 ლარი ჯდება „მასწავლებლის დღის“ შესახებ ვიდეორგოლების დამზადება

1 week ago 11

განათლების სამინისტრო „მასწავლებლის ეროვნული დღის“ შესახებ ვიდეორგოლებში 698 600 ლარს დახარჯავს. კომპანია, რომელიც დაკვეთას ტენდერის გარეშე შეასრულებს, უკვე შერჩეულია - შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულება უნდა დაიდოს შპს „სტუდია მეტროსთან“.

698 600 ლარად უნდა მომზადდეს სამი ვიდეორგოლის კონცეფცია და ორი ვიდეორგოლი გადაიღონ.

ანგარიშ-ფაქტურა

ანგარიშ-ფაქტურა

საქართველოში „მასწავლის დღე“ 27 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს მასშტაბით გამოავლენენ საუკეთესო მასწავლებლებს, რომლებსაც გადაეცემათ ეროვნული პრემია - ფულადი ჯილდო და სამკერდე ნიშანი. ჯერ ცნობილი არ არის, რა თანხა დაჯდება დაჯილდოების ღონისძიება, რომელშიც გასულ წელს 519 557 ლარი დაიხარჯა.

ფორუმი

სრულად წაკითხვა