ჯანდიერი პარლამენტთან 9 აგვისტოს დააკავეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციამ ის ავტომობილში ჩასვა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იოსკა ჯანდიერი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი მუხლით: 166-ე - წვრილმანი ხულიგნობა და 173-ე - პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა.
როგორც წესი, ბოლო თვეების განმავლობაში პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სწორედ ამ ორი მუხლით აკავებს ხოლმე დემონსტრანტებს. გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პროევროპული აქციები დაიწყო, ასობით ადამიანია ამ მუხლით დაკავებული.