7 რჩევა სწორად თარგმნისთვის – როგორ უნდა ამოიცნო პროფესიონალი?

4 days ago 5

ერთი და იგივე ინფორმაციის სხვადასხვა ენაზე გადმოცემა რთული და საპასუხისმგებლოა, მოითხოვს პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. ბევრი თვლის, რომ თუ ენა იცი, თარგმნა ადვილია. მაგალითად, ხშირად მსმენია, მოდი, ამას ჩემს ნათესავეს ვათარგმნინებ, მაგან გერმანული იცის, ან ჩემს მეგობარს ვეტყვი, – მითარგმნოს, ეგ ხომ ფრანგულს სწავლობდა სკოლაში? შესაძლოა იცოდე კარგად ფრანგული, მაგრამ არ იცოდე, კარგად ქართული. დიახ, გაგიკვირდებათ და ენის ცოდნა არ ნიშნავს იმ ენაზე მხოლოდ საუბარს და ასევე, ენის ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ თარგმნა შეგიძლია. 

  1. თარგმნა ლექსიკონით?

ადამიანების ნაწილი თვლის, რომ კარგი თარჯიმანი, თუ მთარგმნელი ლექსიკონით ხელში უნდა დადიოდეს, მეტიც, თვლის, რომ თუ ლექსიკონი გაქვს, თარგმნაც შეგიძლია. პირველივე წინადადების თარგმნას როგორც კი დაიწყებ, მიხვდები, რომ ეს ასე არ არის და არ არსებობს ლექსიკონი, რომელიც ტერმინების, სიტყვების, სიტყვათაშეთანხმების მესამედს მაინც მოიცავდეს რომელიმე ენისას. შესაბამისად, არა, ლექსიკონი არ არის საკმარისი, ლექსიკონი არის იმათთვის, ვინც უკვე იცის ენა, იცის თარგმნის სპეფიციკა, მაგრამ შეიძლება, არ იცოდეს რომელიმე სპეფიციკური, პროფესიული სიტყვის თარგმანი, მაგალითად, არ ახსოვდეს, როგორ ითარგმნება ბრტყელტუჩა. აბა, მხოლოდ ლექსიკონით თარგმნა რომ შველიდეს საქმეს, პროგრამაც შეიქმნებოდა, რომელიც ზუსტ, სწორ, ადეკვატურ თარგმანს მოგვცემდა, ხომ?

ყველა სიტყვაც რომ იცოდე, არც ესაა გამოსავალი, რადგან არსებობს სიტყვების დაკავშირების, სიტყვების სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვანაირად დაწერის და წაკითხვის წესები. 

  1. გადაამოწმე თავი

და თუ მაინც თვლი, რომ შენ ენაც იცი, თარგმნაც შეგიძლია, “ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“, გადაამოწმე ჯერ ყოველი წინადადება, შემდეგ აბზაცი და ბოლოს მთელი ტექსტი, რათა დარწმუნდე, არ გაგეპარა არასწორი სიტყვა, ან რომ ნამდვილად არ დაირღვა ტექსტის მთლიანობა, კონტექსტი. თუ მხატვრული ტექსტია, იგივე ემოცია იგრძნობა, თუ არა, რაც ორიგინალში. თუ რომელიმე სიტყვის ან წინადადების თარგმანში ეჭვი გეპარება, არ ენდო მხოლოდ ერთ წყაროს, იპოვე რამდენიმე წყარო მაინც, თუ ინტერნეტში, თუ ლექსიკონში, თუ მეგობრებში. 

მას შემდეგ, რაც აზრობრივ, ლექსიკურ ნაწილს შეამოწმებ, დაისვენე, შემდეგ თავიდან მიუბრუნდი და ახლა გადაამოწმე ტექნიკური ნაწილი, მაგალითად, რომელიმე ციფრი, ან ასო არასწორად ხომ არ აკრიფე მექანიკურად. შესაძლოა ერთმა პატარა შეცდომამ საბედისწერო შედეგი დააყენოს. მაგალითად, თუ შენ სამედიცინო დოკუმენტი თარგმნე, აზრობრივად თუნდაც უშეცდომოდ, ერთი ციფრიც რომ შეგეშალოს, შესაძლოა, ამან დიაგნოზი შეაცვლევინოს ექიმს.

შესაძლოა, მასალა, რომელსაც თარგმნი ისტორიული იყოს, ან ტექნიკური დოკუმენტაცია, და შეამჩნიე, ეჭვი გაგიჩნდა, რომ ავტორს რაღაც შეეშალა, თარგმნის ეთიკა მოითხოვს, ამის შესახებ შეატყობინო ავტორს და ერთად ჩაასწროთ. დაიმახსოვრე, ავტორთან, დამკვეთთან შეთანხმების გარეშე, რამის შეცვლის უფლება არ გაქვს. 

  1. ბუნებრიობა

ენის ნორმების ცოდნა კარგია, გრამატიკულად ენის ცოდნა – კიდევ უფრო უკეთესი. ყველა ენა ვითარდება, ზოგი ძალიან იცვლება, ზოგი – არც ისე, მაგრამ ყველა ვითარდება. თუ თანამედროვე ტექსტს თარგმნი, უნდა დარწმუნდე, რომ იგივე თანამედროვე ენაზე თარგმნი. თუ დიალექტები გხვდება, დარწმუნდი, რომ სწორად გაიგე და ეცადა, მსგავსი მოძებნო. სიტყვები, წინადადებები ბუნებრივი უნდა იყოს იმ ენისთის, რომელ ენაზეც თარგმნი. მაგალითად, თუ ჩინურიდან თარგმნი ქართულად, ქართველს ამ თარგმნის კითხვისას, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ნამდვილად მშობლიურ ენაზე კითხულობს. ხშირად მსგავს შეცდომას უშვებენ მაშინ, როცა ხვდებათ საერთაშორისო სიტყვები, ერთი შეხედვით უნივერსალური ტერმინები და პირდაპირ გადმოაქვთ თარგმანში.

  1. კონტექსტი

ზემოთ ვთქვი, რომ თუ ენა კარგად იცი, მაგრამ არ გაქვს სტილის, კონტქსტის შეგრძნება, გაგიჭირდება თარგმნა. თუ შენ კარგად იცი მშობლიური ენა, გაქვს სტილის კარგი, გემოვნებიანი შეგრძნება? – მაშინ, ალბათობა იმისა, რომ მშობლიურ ენაზე კარგ ტექსტს დაწერ, მაღალია. თუმცა, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ უცხო ენიდან თარგმანი იგივე, მაღალი ხარისხის იქნება. თარგმნას აქვს განსხვავებული სპეფიციკა, მაგალითად, უცხოურ ენაში, გხვდება ასეთი ფრაზა: „მონაწილეობა მივიღე“ და ადგები და თარგმნი პირდაპირ, რადგან შენს ენაში სიტყვა მონაწილეობაც არსებობს და მიღებაც, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართულს არ სჭირდება ამ შემთხვევაში ორი სიტყვა, ქართულ ენაში გაქვს სიტყვა – ვმონაწილეობ. 

გახსოვდეს, შენ არ თარგმნი სიტყვებს, შენ თარგმნი მათ მნიშვნელობას, რომელიც შექმნილია ადამიანების მიერ, რეალური კომუნიკაციისას, განსხვავებული სიტყვათწყობით და შესაძლოა, განსხვავებული გრამატიკითაც, სწორედ, ამიტომაც არსებობს სხვადასხვა ენებში ამდენი გამონაკლისი, ამდენი გადახვევა წესებიდან. ესაა სიტუაციური კონტექსტები. სხვათაშორის, კონტექსტის არასწორად თარგმნა, ზოგჯერ შემდეგ „ლეგენდებად“ რჩება ისტორიას. მაგალითად, ჯიმი კარტერმა, საქართველოზე ტექსტის თარგმნისას, თქვა, რომ „აშშ–ს შტატში“… და მას რომ დავიწყდებოდა, მისი ეს წინადადება დიდხანს არ დაავიწყდება ბევრს, 

  1. გამარტივება

სტილისტური დიფერენციაცია ენობრივი საშუალებების განსხვავებებს აღნიშნავს, ანუ, იმას, რა გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში სასაუბროდ, რის და როგორ თქმას ანიჭებენ უპირატესობას ოფიციალურ შეხვედრებსა და დოკუმენტებში. თარგმანი არ უნდა იყოს დიდი, დამღლელი წინადადებებით სავსე. თუ ასეთია, ესე იგი, რაღაც სწორად ვერ გააკეთე, მიუბრუნდი თავიდან და ეცადე, წინადადებები გაამარტივო, ცხადია, აზრის დაუმახინჯებლად. 

  1. აქვს ენას სული?

ინგლისური ლაკონურია, ქართული უფრო დეტალური და სპეფიციკური, გერმანული უხეშ ენად იყო ცნობილი და საგრძნობლად შეიცვალა, იტალიური – ხმამაღალი, მგზნებარე, ფრანგული – მოჟღურტულე და ხო, ჩინური მაინც მხოლოდ – „ჩინურია“. ყველა ენას აქვს ის სული და ემოცია, რაც მასში, მის შექმნაში ჩადეს ხალხებმა, ადამიანებმა და ამის გადმოცემა წერისას, მიუხედავად იმისა, რა ტიპის ტექსტია, მთარგმნელს ზუსტად უნდა შეეძლოს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მხოლოდ სიტყვების ცოდნაში არაა საქმე. ენა ცოცხალი სისტემაა, იცვლება, ამიტომ მხოლოდ კლასიკას ნუ წაიკითხავ, იკითხე თანამედროვე ლიტერატურა, უყურე თანამედროვე ფილმებს, სერიალებსაც, კი, ბატონო, გამოიყენე სოციალური ქსელები, ფორუმები, ბლოგები, ან იმოგზაურე და დაინახავ არის თუ არა და რა განსხვავებაა, სახელმძღვანელოდან ნასწავლსა და თანამედროვე ენას შორის. 

  1. საკუთარი ლექსიკონი

ერთი შეხედვით რა საჭიროა საკუთარი ლექსიკონი, როცა უკვე არსებობს ამდენი ლექსიკონი? ასე რომ ეფიქრა კონსტანტინე გამსახურდიას, მაგალითად, ან გურამ დოჩანაშვილს, ან გალაქტიონ ტაბიძეს, რა საჭიროა საკუთარი სიტყვები, როცა უკვე არსებობსო, არ გვექნებოდა ამდენი ახალი ფერი, ამდენი ახალი სიტყვა და არ გვეცოდინებოდა, რომ თოვლი არსებობს იასამნიფერიც.

არის სიტყვები, რომელთა სინონიმს მეორე ენაში ვერ პოულობ, არადა, უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ მხოლოდ „წვიმას 9 სახელი აქვს’, ჩამოწერე ასეთი სიტყვები, დროთა განმავლობაში, მუშაობის პროცესში, აუცილებლად უპოვი შესატყვისს. 

თუ თვლი, რომ ყველა ეს რჩევა, რაც ზემოთ ჩამოვწერე, უკვე გათვალისწინებული გაქვს, უკვე გავლილი გაქვს ყველა ეს ეტაპი. თუ თვლი, რომ თარგმნის სპეფიციკაც იცი, სტილის შეგრძნებაც გაქვს, კონტექსტის ამოცნობაც არ გიჭირს, შენთვის კარგი ამბავი მაქვს, საქართველოში უკვე არსებობს ონლაინ კატალოგი, სადაც შეგიძლია შენი მონაცემები, გამოცდილებაზე ინფორმაცია და შენი პირობები შეიტანო. ამ კატალოგში მოხვედრით, შენ მარტივად ხარ ხელმისაწვდომი დამკვეთისთვის და დამოუკიდებლად მართავ შენს საქმიანობას. 

ხო, ალბათ, მეგობრებს უკვე დააბარე, თუ ვინმეს თარგმნა უნდოდეს… იქნებ, რომელიმე ბიუროშიც ზიხარ და ფანჯრიდან ათვალიერებ გამვლელებს უსაქმურობისგან მოწყენილი… ან პირიქით, ბევრი მასალა გაქვს სათარგმნი, მაგრამ სამწუხაროდ, შენ ვერ ირჩევ, რისი თარგმნა გინდა და რისი – არა. ხომ შეიძლება მხოლოდ ლიტერატურული ტექსტის თარგმნა გინდოდეს, ან მხოლოდ იურიდიულის? – მოკლედ, პური უნდა ეძებო იქ, სადაც პური ცხვება, ან იყიდება, ფარდების მაღაზიაში ხომ არ ეძებ პურს? ასეა თარგმნაზეც. 

და თუ შენ დამწყები თარჯიმანი ხარ და მიხვდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი გიკლია პროფესიონალამდე, ან თუ საერთოდ არ ხარ კავშირში თარგმნასთან, ან საერთოდაც არ იცი რომელიმე უცხო ენა, ესე იგი, ეს კატალოგი შენთვისაა, რათა მაშინ, როცა თარჯიმანი დაგჭირდება, არ ეძებო და აქვე გქონდეს, ერთი ხელის კი არადა, ერთი სქროლის და ერთი ზარის გაწვდენაზე. 

(R)

სრულად წაკითხვა