გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია:
7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა.
🌪 სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
❗️მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება