“სასტიკი ხალხი არიან ქოცები რა. ყველას უარყოფენ. მეგობრობა იციან იქამდე, ვიდრე საჭიროებაა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

5 hours ago 4

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის სასამართლო პროცესზე დაფიქსირებულ რეალობას, მმართველი პარტიის მიმართ მძიმე შეფასებებით, კონკრეტული შედარებებით და მინიშნებებით ეხმაურება “ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:

სასტიკი ხალხი არიან ქოცები რა. ყველას უარყოფენ. მეგობრობა იციან იქამდე, ვიდრე საჭიროებაა. მანჩო გიორგობიანის პროცესზე იმდენად არავინ მივიდა, უკითხავს სხდომა დახურული რატომ არისო.

ჩვენ კიდევ უცნობი ადამიანების სასამართლოებზე დარბაზებს ვავსებდით, უადგილობის გამო გარეთ ვრჩებოდით.

ვეძებთ დილამდე, ვიდრე არ გავიგებთ რომელ საკანში არიან, სადაც დილით უკვე შეგზავნილი საკვები ხვდებათ.

ვიკვლევთ დაკავებულების ოჯახების პრობლემას და ვერთიანდებით მათ მოსაგვარებლად საერთოდ უცნობ ადამიანებზე ხდება ეს ყველაფერი რანაირად გინდა ქოცს გააგებინო შენი ენა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა