საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს არაბული ქვეყნების მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით და კონკრეტულ მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაინტერესებასთან დაკავშირებით:
“არაბულ საამიროებში პირველად არხი მე გავჭერი, შემოვიყვანე იქიდან ინვესტორები, მათ ჩავადებინე ფული თბილისში სასტუმროში, ფოთში აეროპორტის მშენებლობაში (ივანიშვილმა ეს გააჩერა).
მაშინ კატარიც და საამიროებიც მთხოვდნენ მათთვის მიწის ვრცელი ნაკვეთების გადაცემას მშენებლობისთვის და ასევე თავისთან წასაღები პროდუქტების მოსაყვანად.
საქმე იმაშია რომ ამ ქვეყნებს და საუდის არაბეთს აქვთ პროგრამა საკუთარი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნებში მიწის ფლობას, ძირითადად აფრიკის ჩამორჩენილ, კორუმპირებულ ქვეყნებში.
მაშინ მე მტკიცე უარი ვუთხარი, ახლა კი ივანიშვილმა დარწმუნებული ვარ დიდი ქრთამის ფასად (მინიმუმ მილიარდ დოლარზეა საუბარი) გაასხვისა საქართველოს სტრატეგიული მიწები.
მე-11 საუკუნემდე თბილისი ერთხელ უკვე იყო არაბული ქალაქი და მგონი ის გამოცდილება გვეყო.
თბილისს და ბათუმს არ სჭირდებათ ახალი ამირა ჭორვილელის სახით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

19 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·