“700 მილიონი დოლარი ეს არის ასობით ათასი მშიერი ბავშვისთვის და დაუძლურებული პენსიონერისთვის მოპარული ლუკმა” – პაატა მანჯგალაძე

23 hours ago 1

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე სამართალდამცავების მიერ 600 მლნ აშს დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ფულის გათეთრების დანაშაულებრივი ფაქტი გამოვლენას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება:

700 მილიონი დოლარი ეს არის თითქმის 2 მილიარდი ლარი და ეს მხოლოდ ციფრი არ არის.

ეს არის ასობით ათასი მშიერი ბავშვისთვის და დაუძლურებული პენსიონერისთვის მოპარული ლუკმა.

მათთვის ეს ფული სისხლიანი გარჩევების საგნად ქცეულა, მშიერი მგლების ხროვასავით დაერივნენ ერთმანეთს, რომ რაც შეიძლება მეტი ჩაიგდონ ხელში. ჩვენთვის კი ეს არის მომავალი, რომლითაც ავაშენებთ ქვეყანას.

რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე?

ამიტომ 4 ოქტომბერს შევიკრიბოთ და ერთად დავიბრუნოთ ის, რაც ხალხს ეკუთვნის!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა