ვისგან მიიღეს საჩუქრები (ღირებულება):
- მშობლები - 14 987 265 ლარი;
- და/ძმა - 4 347 452 ლარი;
- ნათესავი - 2 438 063 ლარი;
- შვილი - 1 359 040 ლარი.
საჩუქრების კატეგორიზაცია სახეობის მიხედვით:
- 100-მა საჯარო მოხელემ ჯამში 151 უძრავი ქონება მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულებაც 12 მილიონ ლარს აჭარბებს;
- თანხა 233-მა მიიღო - ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი;
- ავტომობილი 28-მ - ჯამში 876 694 ლარი;
- საჯარო მოხელეებს ჩუქნიდნენ: სამკაულებს, იარაღსა და სხვა ნივთებს.
„შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. ეს გამონაკლისი ლოგიკურია, თუმცა, ამავე დროს, არსებობს საფრთხე, რომ სათანადო ზედამხედველობის არ არსებობის შემთხვევაში, გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ, ანუ კანონის დარღვევით მიღებული შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.
საქართველოს კანონმდებლობით, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული ჩინოვნიკები ვალდებული არიან ყოველწლიურად შეავსონ დეკლარაცია და მასში ასახონ როგორც შემოსავლები და ხარჯები, ისე მიღებული საჩუქრები.

3 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·