ამ წუთებში მიმდინარეობს სერია A-ს შეხვედრა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ტორინოს გასვლაზე 1:0-ს ამარცხებს.
ქართველი ფეხბურთელი ანტონიო კონტემ თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და ჯამურად ხვიჩამ 80 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც ის დავიდ ნერესმა შეცვალა.
კვარას მშვენიერი მატჩი გამოუვიდა და პირველ ტაიმში მაკტომინეიზე კარგი ასისტიც გააკეთა. რაც შეეხება საბოლოო შეფასებას, ქართველს 7.7 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, რაც ყველაზე მაღალი შეფასება გახლავთ.