WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში გამომწერების მხრიდან მიღებულ უამრავ კომპლიმენტს ეხმაურება და საკუთარი გარდასახვის გზასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბრობს.

როგორც სალომე აღნიშნავს, წონის კლების პროცესი სამედიცინო ჩარევითა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით დაიწყო, დღეს კი შედეგის შენარჩუნებას ჯანსაღი კვებითა და ფიზიკური აქტივობით აგრძელებს.

„უამრავი სასიამოვნო კომპლიმეტი მივიღე ბოლო დღეებში, რაც ძალიან მაბედნირებს და მიხარია. წონასთან დასმული კითხვები ბევრია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყველას ერთად გიპასუხოთ.

დაახლოებთ ერთი წლის წინ გავიკეთე გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ ორგანიზმში ცხიმის ინდექსი მაღალი იყო. გადაწყდა, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი იყო, რომ ენდოკრინოლოგი ჩართულიყო. დამენიშნა სპეციალური კვება და ინექცია, რომელიც დამეხმარებოდა წონის კლებაში. ინექციის კეთება ახლა შეწყვეტილი მაქვს და ვაგრძელებ სწორ კვებას. ვიღებ ბევრ ცილას.

ახლა უკვე ვიწყებ ვარჯიშს, კუნთები მინდა, რომ ტონუსში მოვიყვანო. სახის კანი საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. 90 კილოდან ჩამოვედი და 68 კილომდე. კიდევ მინდა, 5 კილოს დაკლება, მაგრამ არსად მეჩქარება და ვიცი, რომ მასაც დავიკლებ. სახეზეც რაღაცებს გავიკეთებ.

ცილოვანი კვება: „მივირთმევ ბევრ ცილას; ეს იქნება კვერცხი, ქათმის ხორცი, თევზი თუ ასე შემდეგ. ესეც გაწერილი მაქვს.“

წყლის მიღება: „რა თქმა უნდა, წყალი – დღეში 2 ლიტრი ყველაზე ცოტა, ხოლო 2.5–3 თუ დავლიე, ხომ გადასარევი ამბავია.“
აქტივობა: „ბევრი ფეხით სიარული“, – ამბობს სალომე შარვაძე.

წყარო: ​palitravideo.ge​​​